გამორუტინებული

6-22-10-moon-window-lg
ცინიკოსია მთვარე, ყველაზე დიდი ცინიკოსი ამ სამყაროში. ის დღის პაროდიას აკეთებს ღამე, როცა ძაძითმოსილ ცას ჩამოეკიდება ხოლმე თავისი გაქნილი საცეცებით. მთვარე დასცინის ღამესაც, როცა ბნელს უნათებს, სიცოცხლეს უწამლავს და სააშკარაოზე გამოაქვს ღამის ფიქრებ-ზრახვანი. მთვარე დამცინის მეც, როცა ღამის 3 საათზე ძილი არ მეკარება და ჯიუტად ვცდილობ დიალოგს საკუთარ თავთან, საკუთარ “მე”-სთან, მაგრამ არაფერი გამომდის. მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც მიყვარს მთვარე და ვიცი, არც ისაა გულგრილი ჩემდამი და ესმის ჩემი, რადგან მეც მასსავით ცინიკოსი ვარ, ხოლო ამ ქვეყნად ცინიკოსებზე უფრო ერთმანეთს ვერავინ უგებს.

Healthy-daily-routine-3
Zeit anhalten
ვერაფერს ვუხერხებ ამ ბოლო დროს გახშირებული დეჟავუს. შეგრძნებას, რომელიც ჯიუტად  მექაჩება
წარსულისკენ. გუშინაც ასე დამათენდა, გუშინწინაც… ალბათ,
არც ხვალინდელი ღამე იქნება გამონაკლისი. მოკლედ, გამოვრუტინდი, ფეხი დამიცდა და ერთფეროვნების იმ ღრმა ორმოში გადავვარდი, რომლიდანაც ამოსვლა თოკითაც კი – ადვილი სამქე როდია.    
თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, ამოსვლა არც მიცდია. რატომღაც მომწონს ეს კონდიცია, ჭიდილი საკუთარ თავთან და ყირამალა ფიქრები. ხანდახან მგონია, რომ ყველაზე დიდი სიგიჟე აზრის, ფიქრის თავისუფლებაშია. როდესაც შეგიძლია წამის მეათასედებში ერთ დიდ აბსტრაქციად გარდაქნა რეალობა და რეალობის გაცრეცილი ნიღაბი ჩამოაფარო ყოველივე განყენებულს. ეს სამყარო იმდენ შესაძლებლობას იძლევა, არა მგონია ოდესმე ადამიანებმა მისი ბოლომდე გამოყენება შევძლოთ.

moon

ისევ ძაძიანი ცისკენ გამექცა თვალი, ალბათ იმიტომ, რომ ცინიკოსი მთვარე ლამისაა ფანჯარაში შემომიძვრეს. მიუხედავად დროისა და მდგომარეობისა, ყოველთვის ვცდილობ მოვძებნო თვითგამოხატვის საშუალებები, ამიტომ ამ რუტინულ სტატიას ვამთავრებ ჩემივე ლექსით, რომელსაც მართალია შედარებით განსხვავებული შინაარში აქვს, თუმცა ისიც “დღეთა რუტინული ხასიათებითაა” გაჟღენთილი.

დილად გადამექცა შუაღამე,
წამებს ვეღარ ვარჩევ წუთებისგან,
ვიცი, რომ არ მოგწერ სიჯიუტის
ყელში გაჩხერილი ბურთებისგან.
მწამლავს მარტის წვიმა, მისი ხმები,
ვწამლობ შენზე ფიქრის ბაცილებით,
დროა, თავს პირობა უნდა მივცე,
მე გავხდები უკეთესი, გაცილებით.
ისევ ისე გაზაფხულდა, როგორც შარშან,
ჩვენც დღითიდღე უფრო ვნაპირდებით,
გაუკვალავ გზების ერთად გავლას,
ალბათ, ვერც ვერასდროს დაგპირდები.
დღეთა ამ რუტინულ ხასიათებს,
კაცი რას გაუგებს, რას მიხვდება,
ღამეს ხომ უხდება შავი ფერი,
მაგრამ მასზე უფრო შენ გიხდება.
დილად გადამექცა შუაღამე,
წამებს ვეღარ ვარჩევ წუთებისგან,
ვიცი, რომ არ მოგწერ სიჯიუტის
ყელში გაჩხერილი ბურთებისგან.

* * *



2 thoughts on “გამორუტინებული

  1. როგორ მესმის შენი😃 მეც ასე მითრევს ერთფეროვნება, მერე სხვა მე-სთან საქმეების გარჩევა, ადამიანების გამოცნობა, საინტერესო მომენტების შექმნა და სამყაროს თავიდან აღმოჩენა, მერე ისევ თავდაყირა ფიქრები, თეთრი ღამეები, ისევ საკუთარ თავთან დაბრუნება და მისი შექმნა….. whaterver….მე მომწონს შენს მიერ არჩეული თვითგამოხატვის საშუალება😃😃😃წარმატებები, ბევრ ყირამალა აზრებს გისურვებ😃😃😃😃😃

    Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s