ცეცხლისფერი დედამიწელები

Ros

მჯერა მე შენი ნათქვამი სიტყვა,

რომ არ დარჩება ქვეყნად ეული,

შენ ცეცხლისფერი დარჩები მარად,

მე წითურებზე გადარეული..!


ამბობენ გემოვნებაზე არ დაობენო, მაგრამ ხომ ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ყველაზე მეტს სწორედ გემოვნებაზე ვდაობთ და ვკამათობთ. როდესაც მეკითხებიან თუ როგორი გოგოები მომწონს, ჩემი არცთუ ისე მოკლე პასუხი ამ შეკითხვაზე ყოველთვის იწყება შემდეგი სიტყვებით: წითური და ჭორფლებიანი…  ზუსტად ვერ გეტყვით თუ რისი ბრალია ჩემი ასეთი გაცხოველებული სიყვარული წითურებისადმი. შეიძლება ბავშობაში ხშირად მიკითხავდნენ ან ვკითხულობდი ამბავს გრძელწინდიან პეპიზე, ან შესაძლოა სხვა რაიმე ძლიერი შთაბეჭდილების ბრალია. აი ისეთის, სიცოცხლის ბოლომდე რეფრენად რომ გასდევს ხოლმე  ჩვენს ცხოვრებას…

spmzc   “პეპი გრძელიწინდა”


თუკი ისტორიულ პასაჟებსაც გადავავლებთ თვალს, საიტერესო ფაქტებს აღმოვაჩენთ. მაგალითად, ძველ ბერძნებს ღრმად წამდათ, რომ სიკვდილის შემდგომ წითურები ვამპირებად იქცეოდნენ. ძველ რომში კი, როგორც წესი წითური მონა უფრო ძვირად ფასობდა ვიდრე სხვა ფერის თმის მქონე მონები. მე ალბათ გამიჭირდებოდა შუა საუკუნეებში ცხოვრება, რადგან ცნობილი ამბავია, რომ XVI-XVII საუკუნეებში, როდესაც ჩვენ „მოძმე“ ევროპელებს სასტიკი დევნა ჰქონდათ გამოცხადებული ავ-სულებსა და კუდიანებზე, ბევრ ქალს კოცონზე სწორედ იმ მარტივი(და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი) მიზეზის გამო წვავდნენ, რომ ისინი წითურ თმას ატარებდნენ. თუკი ზოგიერთ ისტორიკოსსა და მეცნიერს დავუჯერებთ, ისეთი მნიშვნელობის ისტორიული ქალი პერსონაჟები, როგორებიცაა ეგვიპტის დედოფალი და ძველი სამყაროს სილამაზის ეტალონი – კლეოპატრა,  ტროელი ელენა და ბერძნულ მითოლოგიურ სამყაროში, სიყვარულის ქაღმერთი – აფროდიტე  წითურები ყოფილან.  დღეს კი წითურები მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 1-2%-ს შეადგენენ.  პროპორციულად ყველაზე დიდი რაოდენობა კი შოტლანდიასა(13%) და ირლანდიაში(10%) ცხოვრობენ.


მოკლედ მეგობრებო, ჭორფლისა და ჟღალი ფერის სინთეზი ქალის სახეზე, ჩემთვის ამქვეყნად ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სანახაობა. ასეთი ადამიანები თითქოს მზისგან გაცილებით მეტს სითბოსა და სიკეთის ენერგიას იღებენ და იმ რაოდენობითვე გასცემენ, რადგან მზეც ხომ თავისი არსით სიკეთის სიმბოლოა.  ჩემს დღევანდელ ცეცხლისფერ სტატიას კი ერთი ცნობილი ინგლისური გამონათქვამით დავასრულებ, რომელიც ამბობს:

a-girl-without-freckles-is-like-a-night-without-stars-1“გოგონა ჭორფლების გარეშე იგივეა, რაც ღამე ვარსკვლავების გარეშე…” (A girl without freckles is like a night without stars…)



პრინციპი 1-14, გზა სიყვარულამდე…

Butterfly-Full-For-Blog-Archive-The-Road-Ahead-Wallpapers-For-Android

ერთი გზა, რომელიც წაგიყვანს ჩემგან შორს, შორეთში…

თვის ერთი რიცხვი, რომელშიც შენ წახვალ ჩემგან…

ერთი სიტყვა, რომლითაც დამშვიდობება მოგინდება, მაგრამ ერთი წამით ადრე მიხვდები, რომ ერთიც ზედმეტია…

ერთი ოცნება, რომელიც არასდროს ასრულდება…

ერთი სიგიჟე, რომელსაც არასდროს ჩავიდენთ…

ერთი ამბავი, რომელიც სრულდება.  ჩვენ კი გვეგონა, რომ ეს ამბავი დროს გაცვითავდა და იბრუნდებდა დედამიწა ტანთშემოძარცვული ანარქისტი დროით…

დარჩა მხოლოდ ერთი მოგონება, დარჩი მხოლოდ შენ. მე ფერი ვიცვალე…


მაგრამ, მე ჯერ კიდევ ვხედავ ჩამავალი მზის სხივებში დამალულ ორ მოლეკულა იმედს…club_26__sunshine_reggae_by_vint26-d5sqz1s


სამ სიტყვას, რომლის თქმაც ყოველთვის გვინდოდა ერთმანეთისთვის…


ოთხ ასო-ბგერას, რომლითაც შენი სახელი წარმოითქმის…


ხუთ სისულელეს, რომელზეც ყოველთვის ვიცინოდით…


მეექვსე გრძნობას, რითაც უხილავი სიკეთის სამყაროს ჟრუანტელს გრძნობ..


შვიდფერ ცისარტყელას ცის კაბადონზე, წვიმისა და მზის საღებავებისგან დახატულს…7006688-beach-rainbow


რვას, თავად ციფრს და გზის იმ მონაკვეთს, საიდანაც უსასრულობამდე 90 გრადუსია დარჩენილი…


ცხრას(მეცხრეს), როგორც ახალი სიცოცხლის დაბადების მოლოდინში გატარებულ თვეების რაოდენობას…


ათ მცნებას, როგორც რწმენის სიმტკიცეს…


                                                                               

თერთმეტს,როგორც ერთიანების დეჟავუს… snap-11-logo-5000px-1024x1024


10896933_410994365718673_3623947699793296262_n

თორმეტ გვირილის ყვავილს, რომლებიც შენი თმებით სუნთქავენ…

და გვირილის  ფურცლებით მოწყობილ ცამეტ მარათონს ვუყვარვარ/არ ვუყვარვარს შორის, სადაც ცამეტივე მარათონი სიყვარულმა მოიგო…

თოთხმეტი… მე ისევ გხედავ..