ბაბოლიჩების თაობა

big-babol-bubble-gum-stairs-small-50377 (1)

ეს ჩემი პირველი ბლოგია, 25 იანვარი კი ამ ბლოგის დაბადების თარიღად შეგვიძლია მივიჩნიოთ. სენტ-ეგზიუპერისა არ იყოს, მართლაც, რომ “ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ“.  ჩემი პირველი სტატიაც სიმბოლურად ბევრს თქვენგანს ბავშობაში დაგაბრუნებთ და იმედს ვიტოვებ, რომ პარალელურად დღევანდელ, არცთუ სახარბიელო რეალობაზე ჩაგაფიქრებთ. ამ სტატიიდან გამომდინარე, ალბათ ყველა მიხვდებით, თუ რატომ ჰქვია ბლოგს არსებული სახელი…

ვზივარ სავარძელში, უფრო სწორად ნახევრად მწოლიარე რეჟიმში მივჩერებივარ ტელევიზორს(ჩართულს). ეკრანზე სხვადასხვა პერსონაჟები ენაცვლებიან ერთმანეთს, იცვლება წინადადებები, ლოკაციები, ფერები… მიუხედავად იმისა, რომ არასდროს გამჩენია(ყოველშემთხვევაში, ასეთი რამ არ მახსოვს) ტელევიზორის, “ოთხკუთხედ ჯადოსნურ ყუთთან” ასოციაცია, ბავშობიდან მისი დიდი გულშემატკივარი ვიყავი. ადრეც მითქვამს, რაც უფრო იზრდები, მით უფრო პატარავდება შანსი ბნელ ოთახში ნათურის ანთებისა, მაგრამ განათების იმედი ჯერ კიდევ არსებობს. შესაბამისად მას შემდეგ, რაც ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ძველი(ალბათ ყველაზე ბანალურიც) ოცნება ავიხდინე და გავიზარდე, ჩემი ბავშვობის დროინდელი ტელევიზორის დღევანდელთან შედარება, უკვე ცოტა არ იყოს – მეუხერხულება. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, რომ დღეს, ტელევიზიით იმ რაოდენობის სიბინძურეს გვაღეჭინებენ ილუზიების არომატით, თუ გადაგვცდა ჩვენი უკანმომბრუნებელი ნაკლებად, რომ ვინმე იყოს.

ძვირფასო ტელევიზიებო, მიზნის მიღწევის რისკების დაგეგმვა-დაზღვევის საქმეში, ვგონებ, ერთი რამ გავიწყდებათ: ჩვენი თაობა, ბაბოლნაღეჭი თაობა, ბაბოლიჩები რა…  ბავშობაში თითოეულ ჩვენგანს იმ რაოდენობის “Big Babol” გვაქვს გადამუშავებული, რომ მისი ახალი გემოთი ჩანაცვლება, ასე მარტივი პროცესი არ არის. ნაყლაპი ბაბოლისაგან გაჟღენთილ-გაწეპილი კუჭნაწლავთა სისტემა გვახსენებს დროს, როდესაც ყველანი ჩვენს პატარა ტელევიზორებს ვუჯექით. მართალია, შედარებით მცირე ზომის, ნაკლები ფერისა და რეზოლუციის მქონეს, თუმცა ასევე ნაკლები სიყალბის მქადაგებელ-მღაღადებელს…

ერთიცაა, ღრმა ბავშობაში ტელევიზორთან ჯდომა სულაც არ ყოფილა ჩემი საყვარელი გართობა, რადგან გარეთ უკვე მეოთხედ “დალატკულ-გადალატკული” ბურთი მელოდა, სხვა ჩემნაირ ბაბოლიჩებთან ერთად. ამიტომ ახლა, საუკუნოვანი ფრთოსანობის მქონე შეკითხვაზე:

– რომელი “გოდა” ხარ ჩემი ძმა?

მე ამაყად ვპასუხობ:

96 (!)



კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s